Georgian

რუსეთის, უკრაინის და კავკასიის რეგიონალური კვლევის პლატფორმა (RUCARR)

RUCARR  „რუსეთის, უკრაინის და კავკასიის რეგიონული კვლევის“ პლატფორმის ძირითად ინტერესს წარმოადგენს კავკასია, რუსეთის და უკრაინის გეოგრაფიული არეალი. აღნიშნული პლატფორმა ერთგვარი ინტელექტუალური ცენტრია მალმოს უნივერსიტეტის (შვედეთი) კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის მკვლევართათვის, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და კავკასიის რეგიონის ექსპერტული ცოდნით არიან აღჭურვილნი.  RUCARR-ის მკვლევარებს  გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება, რაც მოიცავს: რეგიონის მასშტაბით წარმოებულ  საველე კვლევებს,  ადგილობრივი კულტურის, რუსული და კავკასიური ენების საფუძვლიანად ცოდნას, ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან და მკლვევარებთან მჭიდრო კავშირებს.

RUCARR ფოკუსირებულია კავკასიის რეგონის ქვეყნებსა, რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების კვლევაზე. საექსპერტო-კვლევით სფეროებს შეადგენს და მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება: პოლიტიკური, სოციალური, კულტურული დინამიკა და ისტორია, ნაციონალიზმი, ეთნიკური და ნაციონალური იდენტობა, უსაფრთხოების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება,  ავტორიტარზმი და პოსტ-ავტორიტარიზმის გარდამავალი და გარდაქმნის ეტაპები.

RUCARR დააფუძნეს პროფესორებმა ბუ პატერსონმა და კარინა ვამლინგმა, რომელიბიც მრავალი წელია  ერთობლივად მუშაობენ და ამჟამად ხელმძღვანელობენ აღნიშნულ პლატფორმას.

img_3994RUCARR
კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტი
მალმოს უნივერსიტეტი
Nordenskiöldsgatan 1
205 06 მალმო, შვედეთი

გვეწვიეთ: შენობა – Niagara მე-8 სართული B.
Niagara შენობის რუკა:
http://bit.ly/2cAHuuf
Online map of Malmö

Comments are closed.